04:34 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-03 14:20:35, 526 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - შეურაცხყოფა მომაყენონ და თავი დაგიხაროთ?! - თუ იქნება ჩემს მიმართ შეურაცხყოფა, მერწმუნეთ, იგივეს დაგიბრუნებთ

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე მიულოცა და გუშინ, მედიასაშუალების წარმომადგენელთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მედიის შეკითხვას უპასუხა.

კალაძის თქმით, ჟურნალისტი არ უნდა აყენებდეს რესპონდენტს შეურაცხყოფას, განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად. 

„დღეს არის პრესის საერთაშორისო დღე. პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ. თავისუფლება და დამოუკიდებლობა არ ნიშნავს, ადამიანს მიაყენო შეურაცხყოფა და უწოდო უტიფარი. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ერთმანეთს ამ ტერმინოლოგიით მივმართოთ. შეიძლება პოლიტიკოსი ვიყო, შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები მქონდეს, მაგრამ არ გაქვთ უფლება, ელემენტარული ურთიერთობიდან გამომდინარე, შეურაცხყოფა მომაყენოთ ან მე, ან სხვა კონკრეტულ პოლიტიკოსს. 

შეურაცხყოფა მომაყენონ და მე თავი დაგიხაროთ?! როდესაც ადამიანს ეუბნებით, რომ უტიფრად იტყუება, მე თქვენ არ გაკადრებთ ასეთ რამეს. შეიძლება გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები. რამდენჯერ ყოფილა, რომ „TV პირველთან“ შევსულვარ პოლემიკაში, მაგრამ არასდროს არ გვიკადრებია ერთმანეთისთვის მსგავსი შეურაცხყოფა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არავისთვის არასდროს მიკადრებია, თავს დავსხმოდი, შეურაცხყოფა მიმეყენებინა, ყოველთვის ვარ თავდაცვის რეჟიმში. ამიტომ, თუ იქნება ჩემს მიმართ შეურაცხყოფა, მერწმუნეთ, რომ იგივეს დაგიბრუნებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics