16:12 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-02 23:51:57, 526 ნახვა

პოლიტიკა
სანდუ - მოლდოვა დგას ქართველი ხალხის გვერდით, ისინი აჩვენებენ ღრმა ერთგულებას დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ

მოლდოვა დგას ქართველი ხალხის გვერდით - ისინი აჩვენებენ ურყევ სიმამაცესა და ღრმა ერთგულებას დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ, - ასე ეხმაურება მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებს.

სანდუ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ქართველი ხალხის მისწრაფებებს მხარდაჭერას უცხადებს.

"მოლდოვა დგას ქართველი ხალხის გვერდით - ისინი აჩვენებენ ურყევ სიმამაცესა და ღრმა ერთგულებას დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ.

ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ მისწრაფებას, რომ განამტკიცონ დემოკრატიული ინსტიტუტები და ააშენონ ევროპულ ღირებულებებთან თანმხვედრი მომავალი", - წერს სანდუ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics