05:56 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-02 16:58:04, 471 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) ხელმძღვანელს სიინ ძოუს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) გენერალური დირექტორის მოადგილეს და ტექნიკური თანამშრომლობისა და მდგრადი სამრეწველო განვითარების დირექტორატის მმართველ დირექტორს, სიინ ძოუს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით მრავალწლიანი პარტნიორული თანამშრომლობისთვის. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ. მოგეხსენებათ, საქართველო ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზეა და მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესში პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როგორც იცით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, შესასრულებელი გვაქვს რიგი რეკომენდაციები, რომელთა ეფექტიანად და დროულად შესრულება ჩვენ დღის წესრიგს წარმოადგენს. ეფექტიანი თანამშრომლობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პარტნიორმა ორგანიზაციებმა  სამინისტროს პრიორიტეტები გაითვალისწინოს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

საუბარი შეეხო სურსათის უსაფრთხოების, აგროტურიზმის, ლაბორატორიული შესაძლებლობებისა და სოფლის მეურნეობის სექტორში ქალების ჩართულობის გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.

სიინ ძოუს განცხადებით, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს და ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრას გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics