19:02 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-01 01:26:51, 506 ნახვა

პოლიტიკა
ენმ - საქართველოში რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა ლევან ხაბეიშვილი გაიტაცეს

საქართველოში რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი ლევან ხაბეიშვილი,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.

პარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხაბეიშვილი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ.

"რამდენიმე წუთის წინ, ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით, საქართველოში რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი ლევან ხაბეიშვილი. დაკავების მომენტში იგი აქციაზე დაშავებულ მოქალაქეს ეხმარებოდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ლევან ხაბეიშვილის ფიზიკური უსაფრთხოება და დაუყოვნებლივ გათავისუფლოს იგი",- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics