16:51 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 16:49:11, 509 ნახვა

პოლიტიკა
ბაია გადაბაძე : უკვე გამოვკვეთე ირაკლი რუხაძის პირადი პოლიტიკური ინტერესები

„მე უკვე გამოვკვეთე ირაკლი რუხაძის პირადი პოლიტიკური ინტერესები“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გადაბაძეს თქმით, ირაკლი რუხაძე საკუთარი ქმედებებით ხელისუფლებასთან დაპირისპირებისთვის ტელეკომპანია „მაესტროს“ იყენებს.

„როდესაც ვამბობდი, რომ ირაკლი რუხაძეს აქვს პოლიტიკური ინტერესები მე მეგონა, რომ ის "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მოქმედებდა და ახლა ირაკლი რუხაძის პირადი პოლიტიკური ინტერესები მე უკვე გამოვკვეთე. კითხვაზე რატომ დაიწყეს ეს ყველაფერი, მე არასდროს არ მქონდა პასუხი და ახლა ვხვდები, რომ შესაძლოა ირაკლი რუხაძეს თუ აქვს განსაზღვრული პოლიტიკაში მოსვლა, ამითი ხელისუფლებას არტყამს და ამაში ნებსით ან უნებლიედ არიან გაჩეჩილაძეები ჩართული“, - განაცხადა ბაია გადაბაძემ. „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა გია გაჩეჩილაძის ბრალდებებსაც უპასუხა, სადაც გაჩეჩილაძე აცხადებდა, რომ „ქვეყნის მართვა არ ნიშნავს გვარამიას და გადაბაძის ხუშტურზე სიარულს.“ როგორც გადაბაძემ აღნიშნა, სწორედ გაჩეჩილაძის ეს განცხადება გავს შანტაჟს და ის ქვეყანას არ მართავს.

ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა კომენტარი პრემიერ-მინისტრზეც გააკეთა და გია გაჩეჩილაძე მისი რეპუტაციის შელახვაში დაადანაშაულა.

„პრემიერ-მინისტრის რეპუტაცია გიამ ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და ახლა პრემიერი საკუთარი რეპუტაციის გადარჩენას ცდილობს და ეს მათ ჩაიგდეს თავი ამ მდგომარეობაში, მე ეს არ გამიკეთებია“ , - აცხადებს გადაბაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics