02:29 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-25 16:52:15, 425 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, "მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები განიხილეს და აღნიშნეს პარტნიორობის განვითარების კუთხით ბოლო წლებში მიღწეული პოზიტიური შედეგები".

"ყურადღება დაეთმო სექტორული კავშირების შემდგომი გაფართოების მნიშვნელობას და ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში გაფორმებული დოკუმენტების როლს ამ მიმართულებით.

ხაზი გაესვა უნგრეთის მტკიცე მხარდამჭერ პოზიციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. აღინიშნა, რომ უნგრეთის, როგორც ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის ძლიერ მხარდაჭერას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რამდენადაც საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში შემდგომ ეტაპზე გადასვლისკენ.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივას, ასევე - განათლებისა და კულტურის სფეროებში ნაყოფიერ თანამშრომლობას",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics