23:12 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-22 10:18:31, 417 ნახვა

მსოფლიო
DW - სომხეთმა სოფელ კირანცში გამართულ აქციაზე სპეცრაზმი გაგზავნა

სომხეთმა სოფელ კირანცში გამართულ აქციაზე სპეცრაზმი გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

მედიის ცნობით, კირანცის მოსახლეობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის შესახებ შეთანხმებას აპროტესტებს და 19 აპრილის შემდეგ, ვოსკეპარ-კირანცის მაგისტრალის მონაკვეთს ბლოკავს.

მათივე ინფორმაციით, სპეცრაზმმა ადგილზე შეკრებილი მოსახლეობა გააფრთხილა, რომ თუ არ დაიშლებიან, მათ წინააღმდეგ ძალას გამოიყენებენ, თუმცა მოსახლეობა კვლავ ადგილზე რჩება.

შეგახსენებთ, 19 აპრილს, სომხეთი და აზერბაიჯანი წინასწარ შეთანხმდნენ, თუ სად გაივლის მათ შორის სახელმწიფო საზღვარი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics