|
2024-04-19 11:00:29, 322 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. „განიხილეს ბავშვთა დაცვის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. იესპერ მოლერმა მადლიერება გამოხატა, სამინისტროს მიმართ, გაეროს ბავშვთა ფონდთან 25-წლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და საქართველოში, ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში გაწეული ძალისხმევისთვის. მან ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან პროგრესსაც, რომელიც საქართველოში, ბოლო ათწლეულების განმავლობაშია მიღწეული. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბავშვთა დახმარების უნივერსალური მიმართულებით, მუშაობა აქტიურად გაგრძელდება“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)