02:00 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-12 10:20:08, 485 ნახვა

მსოფლიო
თეთრი სახლი - აშშ-მა ირანს აცნობა, რომ დამასკოს თავდასხმაში მონაწილეობა არ მიუღია

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს აცნობა, რომ არ მონაწილეობდა სამხედრო მეთაურის წინააღმდეგ დამასკოს საჰაერო თავდასხმაში, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ვაშინგტონმა გააფრთხილა ირანი, რომ არ გამოიყენოს ეს დარტყმა რეგიონში ვითარების ესკალაციის საბაბად.

„ჩვენ ვაცნობეთ ირანს, რომ აშშ-ს არ მიუღია მონაწილეობა დამასკოში მომხდარ თავდასხმაში და გავაფრთხილეთ ირანი, რომ არ გამოიყენოს ეს თავდასხმა რეგიონში შემდგომი ესკალაციის საბაბად ან აშშ-ის ობიექტებსა თუ პერსონალზე თავდასხმისთვის“, - აღნიშნა პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს, სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის საკონსულოზე თავდასხმის შედეგად, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) 7 წევრი დაიღუპა, მათ შორის  2 გენერალი იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics