02:08 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-09 12:44:51, 396 ნახვა

მსოფლიო
თურქეთმა ისრაელში გარკვეული პროდუქციის ექსპორტი შეზღუდა

თურქეთმა ისრაელში გარკვეული პროდუქციის ექსპორტი შეზღუდა. როგორც ქვეყნის ვაჭრობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეზღუდვა იმოქმედებს მანამ, სანამ ისრაელი "არ შეწყვეტს ცეცხლს და არ დაუშვებს ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად მიწოდებას ღაზას სექტორისთვის".

უწყების ცნობით, ისრაელში პროდუქციის ექსპორტი დღეიდან, 9 აპრილიდან შეიზღუდება, შეზღუდვა კი ალუმინის და ფოლადის ნაწარმის რამდენიმე სახეობას, საღებავებს, ელექტროკაბელებს, სამშენებლო მასალებს, საწვავსა და სხვა მასალებს შეეხება.

"ისრაელი აგრძელებს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და უგულებელყოფს საერთაშორისო საზოგადოების მრავალრიცხოვან მოწოდებებს ცეცხლის შეწყვეტისა და უწყვეტი ჰუმანიტარული დახმარების შესახებ.

ღაზას სექტორში შექმნილი მძიმე სიტუაციის ფარგლებში, ჩვენ მოვუწოდებთ, საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრს, წვლილი შეიტანოს ისრაელის მიერ საერთაშორისო კანონმდებლობიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაში”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics