02:09 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-08 12:20:32, 425 ნახვა

მსოფლიო
კამერონი - დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ისრაელისადმი უპირობო არ არის

დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ისრაელისადმი უპირობო არ არის,-  ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა.

კამერონის თქმით, ბრიტანეთის მხარდაჭერა ისრაელისადმი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დაცვაზეა დამოკიდებული.

"ჩვენ ველით, რომ ასეთი ამაყი და წარმატებული დემოკრატია, გამოწვევების დროსაც კი, საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს დაემორჩილება",- თქვა კამერომა.

მისივე განცხადებით, თუ ისრაელი ღაზას სექტორში მეტ დახმარებას არ შეუშვებს, კონფლიქტის ზონაში მასობრივი შიმშილის მაღალი რისკი გაჩნდება.

"მალე დიდი ბრიტანეთი ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულ საზღვაო ხომალდს გააგზავნის",- დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics