19:54 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-06 13:09:00, 403 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: - ისინი იძახიან დღეს, რომ შავი ფული შემოვიდეს დასავლეთიდან, არსაიდან არ უნდა შემოვიდეს, ფული უნდა იყოს ყველა მხრიდან გამჭვირვალე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი სიმართლეს ყველა ადამიანამდე მიიტანს. 

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლების პირობა იყო კანონს არ დაბრუნებოდა იმ შემთხვევაში, თუ არასამთავრობოები  ფინანსების გამჭვირვალობას უზრუნველყოფდნენ, თუმცა, ისინი საპირისპიროდ მოიქცნენ. 

„ყველა ადამიანამდე მივიტანთ სიმართლეს. იმ სიმართლესაც, რომ ჩვენ პირობა გვქონდა, რომ კანონს არ დავაბრუნებდით, მათ პირობა ჰქონდათ, არათუ პირობა, ფაქტობრივ მოცემულობად ასაღებდნენ იმას, რომ გამჭვირვალეა. სად არის გამჭვირვალობა? რამდენი მაგალითი დავასახელეთ, რომ პირიქით, გაუმჭვირვალეა და შავი ფულია. ისინი იძახიან დღეს, რომ შავი ფული შემოვიდეს დასავლეთიდან. არსაიდან არ უნდა შემოვიდეს, ფული უნდა იყოს ყველა მხრიდან გამჭვირვალე და ხალხიც დაინახავს რა ფული, როგორი, რა მიზნობრიობით, საიდან შემოდის.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics