|
2016-02-10 16:27:38, 1508 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის კომისიის პირველ სხდომაზე 316 განაცხადი დაკმაყოფილდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის კომისიამ მიმდინარე წელს ჯანდაცვის პირველი სხდომა ჩაატარა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, სხდომაზე სულ 316 ბენეფიციარის განაცხადი იქნა განხილული. „ ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა წელს უფრო მეტ ადამიანს დავეხმაროთ. შევუძინოთ ძვირადღირებული მედიკამენტები, დაუფინანსოთ რეაბილიტაციის კურსები, ოპერაციები, კომპიუტერული გამოკვლევები და “C” ჰეპატიტის დიაგნოსტიკა. 0–18 წლამდე ბენეფიციარები მათთვის საჭირო სამედიცინო მომსახურეობაზე 100 % დაფინანსებას მიიღებენ, წლიური გეგმის შესაბამისად კი გათვალისწინებულია თვეში 15–მდე თერაპიული სეანსის მიღება სრული დაფინანსებით. დღევანდელ სხდომაზე 316 ბენეფიციარი დაკმაყოფილდა. აქედან უმრავლესობა ძვირადღიერბული მედიკამენტების (166) შეძენას, “C” ჰეპატიტის დიაგნოსტირებას (125) , ოპერაციის დაფინანსებას (6), კომპიუტერულ ტომოგრაფიას (18) და რეაბილიტაციის (1)კურსის დაფინანსებას შეეხებოდა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)