03:41 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-04 19:35:09, 411 ნახვა

მსოფლიო
ტუსკი - პოლონეთი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებს

პოლონეთი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

როგორც ტუსკი აღნიშნავს, მან ვარშავის ეს პოზიცია როგორც საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, ისე აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უკვე გააცნო.

„შემიძლია, გავიმეორო, რაც მაკრონს ვუთხარი, რაზეც სხვა ლიდერებსაც ვესაუბრე, მათ შორის პრეზიდენტ ბაიდენს. პოლონეთი არ განიხილავს უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომში უშუალო მონაწილეობის შესაძლებლობას“, - განაცხადა ტუსკმა.

ცნობისთვის, მარტში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების გაგზავნის გამორიცხვა არ შეიძლება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics