21:30 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-03 17:11:17, 492 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - „ოცნებამ“ ევროპას უთხრა - არა

„ოცნებამ" თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა - ევროპას უთხრა - არა,- ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენს.

როგორც პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მმართველი პარტია საქართველოს მომავლის საბოტაჟითაა დაკავებული. 

„ოცნებამ" უკვე თავისი სახე გამოაჩინა. ერთი პერიოდი იყო - 15 დეკემბრიდან ერთი თვე, როცა გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ევროპული გადაწყვეტილება; ჩვენი დამსახურებაა, ყველაფერი ამისთვის გავაკეთეთ. ეს რაღაც ახალი რიტორიკა ცოტა ხნით გაგრძელდა. დღეს უკვე ყველაფერი ნათელია, „ოცნებამ" თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა - ევროპას უთხრა - არა, ყველა მიმართულებით, რაც წინა რეკომენდაციებში ეწერა, რაც ახლა 9 პუნქტში წერია... „ოცნება" არის დაკავებული ამ ჩვენი გზის და ჩვენი მომავლის საბოტაჟით - საბოტაჟი არის ერთადერთი სიტყვა, რაც მომაფიქრდა",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, 3 აპრილს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოში რუსულენოვანთა რაოდენობა თითქმის 19%-ით გაიზარდა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ რეზოლუციის პროექტს
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
„თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics