|
2024-03-31 12:58:59, 622 ნახვა
საზოგადოება
გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ საერთაშორისო კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა
საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, ბაკურ აბულაძემ, ანტიკორუფციული ბიუროს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია - "კორუფციის პრევენცია: ანტიკორუფციული რეფორმა საქართველოში და საერთაშორისო პრაქტიკა" მისასალმებელი სიტყვით გახსნა. კონფერენციის დამსწრეების წინაშე მისასალმებელი სიტყვით ასევე წარდგნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს ოფისის დირექტორი სანდრა შენკე. ბაკურ აბულაძემ დემოკრატიულ საზოგადოებაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გადამწყვეტ მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ კუთხით პროკურატურის განსაკუთრებულ როლს გაუსვა ხაზი. "პროკურატურა კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სისტემის ერთ-ერთ მთავარ სამართლებრივ ინსტრუმენტს წარმოადგენს, შესაბამისად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის ეფექტურობას ამ პროცესში. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა უწყების სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს. საქართველოს პროკურატურა კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს და ამ გზაზე მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები გვაქვს." - განაცხადა ბაკურ აბულაძემ. გენერალური პროკურორის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტური კომუნიკაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორც კორუფციის დანაშაულის გამოვლენის და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში, ასევე პრევენციის მიმართულებით. კონფერენციაზე გამართული პანელური დისკუსიის ფარგლებში, კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში პროკურატურის როლის შესახებ ისაუბრა საქართველოს პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველო სამმართველოს უფროსმა, გიორგი გოჩაშვილმა. კონფერენციას ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, მოსამართლეები, აკადემიური წრეების, ბიზნეს სექტორისა და საჯარო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)