|
2024-03-27 15:24:55, 770 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - 9 ნაბიჯზე მუშაობა გრძელდება - ვხედავთ საკანონმდებლო ინიციატივებს, ამასთან, რჩება საკითხები, სადაც საუბარი გვჭირდება
ცხრა ნაბიჯზე მუშაობა გრძელდება, ვხედავთ ვალდებულებას, თავდადებას, საკანონმდებლო ინიციატივებს, ამასთან, რჩება ღია საკითხები, სადაც გვჭირდება დასხდომა და საუბარი,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ჰერჩინსკის თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ხელსაყრელი როგორც ქვეყნისთვის, ისე გაერთიანებისთვის იქნება. „საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ჩვენ ყველამ აღვნიშნეთ ეს ისტორიული ნაბიჯი. გადაწყვეტილება ერთხმად იყო მიღებული 27-ვე წევრი ქვეყნის მიერ, თუმცა სრულუფლებიანი წევრობისთვის საქართველოს სჭირდება ცვლილებები და ეს ცვლილებები უნდა იყოს ტრანსფორმაცია. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო მზად იყოს, გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს ხელსაყრელი იქნება როგორც ევროკავშირისთვის, ისე საქართველოსთვის. სწორედ ამიტომ გვჭირდება რეფორმები, ზოგიერთი მათგანი არ არის მარტივი, სჭირდება ბევრი ძალისხმევა და ყველას ჩართულობა. გზამკვლევის უზრუნველყოფისთვის, კანდიდატის სტატუსთან ერთად, ჩვენ შევიმუშავეთ ე.წ. ცხრა ნაბიჯი. ეს არის რეფორმები, რომლებიც აუცილებელია საქართველოს წინსვლისთვის. ჩვენ შევაფასებთ გასული წლის ოქტომბრიდან ამ წლის ოქტომბრამდე პროგრესს. მუშაობა გრძელდება, ძალიან ბევრი პოზიტიური ელემენტია. ჩვენ ვხედავთ ვალდებულებას, თავდადებას, საკანონმდებლო ინიციატივებს. ამავდროულად, რჩება ღია საკითხები, სადაც გვჭირდება დასხდომა, განხილვა და საუბარი“,- განაცხადა ჰერჩინსკიმ, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)