10:25 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-25 20:01:50, 568 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი სერჟანტთა აკადემიის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას დაარსებიდან 21 წელი შეუსრულდა. საიუბილეო ღონისძიებაზე სერჟანტებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მისი განცხადებით, სერჟანტთა კორპუსი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თავდაცვის ძალების სიძლიერეს, დისციპლინასა და მოტივაციას. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა აკადემიის მნიშვნელოვანი როლი პროფესიონალი სერჟანტების მომზადებაში. აკადემიის დღე სერჟანტებს, ასევე, მიულოცა თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და მათ კარიერული განვითარება უსურვა. 

"საზეიმო ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. უწყების ხელმძღვანელმა პირებმა წარმატებულ სერჟანტებს უმწიკვლო სამსახურისათვის I, II და III ხარისხის მედლები, ჯილდოები - "სამშობლოსათვის თავდადებული" და „გიორგი ანწუხელიძე", ცეცხლსასროლი იარაღი და ფასიანი საჩუქრები გადასცეს; ასევე, სამხედრო მოსამსახურეებს გამოეცხადათ მადლობა.

ღონისძიების ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვის მინისტრს აკადემიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გააცნეს. მოგვიანებით, ირაკლი ჩიქოვანი საჩვენებელ სწავლებასაც დაესწრო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წლის 25 მარტს, გერმანული მხარის დახმარებით დაარსდა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა. 2018 წლის 25 მარტს ცენტრს სერჟანტთა აკადემიის სტატუსი მიენიჭა", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics