|
2024-03-22 16:48:36, 976 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - წარმოუდგენელი დეზინფორმაცია მოვისმინეთ პარლამენტში - ოპოზიციონერები ემიგრაციაზე „ნიანგის ცრემლებით“ საუბრობდნენ
დღეს წარმოუდგენელი მოცულობის დეზინფორმაცია მოვისმინეთ ამ ტრიბუნიდან. „სტრატეგია აღმაშენებელი" და სხვა ოპოზიციონერები პირდაპირ „ნიანგის ცრემლებით" საუბრობდნენ ემიგრაციასთან დაკავშირებით. თქვენ ასე გაღიზიანებულები და აგრესიულები საგარეო საქმეთა სამინისტროს და ზოგადად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართ იმიტომ ხართ, რომ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოს არ ჰქონია, პრაქტიკულად, არც ერთი აღიარებული წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე,- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, „წინა ხელისუფლებამ ქვეყანაში ყველაფერი ევროპული დაასამარა". „თქვენ დღეს გაღიზიანებული ხართ საგარეო საქმეთა სამინისტროზე და საგარეო პოლიტიკაზე იმიტომ, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ საზოგადოების მხარდაჭერით შეძლო აღიარებული წარმატებების მიღწევა ევროინტეგრაციის გზაზე. ეს იყო - ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და კანდიდატის სტატუსი, რომელიც ახლა მიიღო ქვეყანამ. ბრიუსელიდან, მსოფლიო დონის პოლიტიკოსებმა, ევროკავშირის და ნატოს ლიდერებმა ბატონი ირაკლი კობახიძის ვიზიტის დროს პირდაპირ გასცეს პასუხი მათ და გასცეს ის პასუხი, რასაც ჩვენ ვეუბნებოდით ამ წლების განმავლობაში - საქართველო მიდის სწორი მიმართულებით, საქართველოში რეფორმები არის ევროპული რეფორმები და საქართველო დღეს არის უფრო ევროპული სახელმწიფო, უფრო თავისუფალი, უფრო თანამედროვე სახელმწიფო, ვიდრე ყოფილა როდისმე",- თქვა თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)