|
2024-03-12 12:22:37, 787 ნახვა
პოლიტიკა
სახდეპის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში საქართველოს დახმარების სახით 80 მილიონი დოლარია გათვალისწინებული
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2025 ფინანსური წლის ბიუჯეტის პროექტში საქართველოს დახმარების სახით, 80 მილიონი დოლარია გათვალისწინებული. დოკუმენტი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, კონგრესს უკვე წარედგინა. „მოთხოვნა საქართველოსთვის მხარს დაუჭერს ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, ხელს შეუწყობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და გააძლიერებს მის მედეგობას მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ. დაფინანსება დაეხმარება ინსტიტუციური კონტროლისა და ბალანსის, კანონის უზენაესობის გაძლიერებას; მხარს დაუჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ძალისხმევას; გააუმჯობესებს წვდომას დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებულ მედიაზე; ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პლურალიზმს, მხარს დაუჭერს შერიგების ძალისხმევებს, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში; გაზრდის ენერგოუსაფრთხოებას და სუფთა ენერგიის გამოყენებას; ხელს შეუწყობს რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია ეკონომიკური განვითარებისა და დივერსიფიცირებისთვის; დაეხმარება გაციფრულებას და გააძლიერებს კიბერუსაფრთხოებას და მედეგობას; გააფართოებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობას, დაეხმარება საქართველოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. სასაზღვრო უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული ინიციატივები გააძლიერებს ინსტიტუციურ შესაძლებლობებს, საჯარო ანგარიშვალდებულებას, შიდა კონტროლსა და ზედამხედველობას და მთავრობის კეთილსინდისიერებას",- აღნიშნულია დოკუმენტში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)