18:26 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-07 21:26:57, 922 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი - შვედეთის გაწევრიანება ნატოს უფრო ძლიერს ხდის

შვედეთის გაწევრიანება ნატოს უფრო ძლიერს ხდის, - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც სტოლტენბერგი აღნიშნავს, ის 11 მარტს, ნატოს შტაბ-ბინაში შვედეთის დროშის აღმართვას მოუთმენლად ელის.

"ოფიციალურია - შვედეთი ახლა NATO-ს 32-ე წევრია და ჩვენს მაგიდასთან ღირსეულ ადგილს იკავებს. შვედეთის გაწევრიანება NATO-ს უფრო ძლიერს ხდის, შვედეთს უფრო უსაფრთხოს და მთელ ალიანსს უფრო დაცულს. მოუთმენლად ველი ორშაბათს ნატოს შტაბ-ბინაში მათი დროშის აღმართვას", - წერს სტოლტენბერგი.

ცნობისთვის, შვედეთი ნატოს 32-ე წევრი ოფიციალურად გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics