20:01 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-02 16:54:23, 808 ნახვა

მსოფლიო
ლავროვი დნესტრისპირეთის სეპარატისტების მოთხოვნაზე - მოლდოვის რეჟიმი კიევის კვალს მიჰყვება

დნესტრისპირეთის მიერ რუსეთისთვის დახმარების თხოვნის მიზეზებზე შეკითხვა უნდა დაუსვან მოლდოვის ხელისუფლებას, რომელიც უკრაინის კვალს მიჰყვება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

სერგეი ლავროვის თქმით, კიშინევმა უნდა შეწყვიტოს დნესტრისპირეთის საკითხის მოგვარების შესახებ „5+2“ ფორმატში მოლაპარაკების პროცესის ბლოკირება.

"კითხვები უნდა მივმართოთ მათკენ, ვინც გახდა დნესტრისპირეთის პარლამენტის ასეთი განცხადების მიზეზი. პირველ რიგში, რეჟიმი, რომელიც დასახლდა კიშინიოვში და რომელიც უბრალოდ მიჰყვება კიევის კვალს. რეჟიმმა გააუქმა ყველაფერი რუსული, რუსული ენის დისკრიმინაციაა ყველა სფეროში და უკრაინელებთან ერთად კვლავ ახორციელებენ სერიოზულ ეკონომიკურ ზეწოლას დნესტრისპირეთზე“, - განაცხადა ლავროვმა.

შეგახსენებთ, დნესტრისპირეთის სეპარატისტებმა 28 თებერვალს კიშინიოვი რეპრესიებში დაადანაშაულეს და  რუსეთს მოლდოვისგან „დაცვა" სთხოვეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics