|
2024-03-01 13:17:20, 848 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილმა სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-10 მინისტერიალის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-10 მინისტერიალის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტერიალი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გამოსვლით გაიხსნა, ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ და ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში, კადრი სიმსონმა მიმართეს. "ლევან დავითაშვილი სიტყვით გამოვიდა ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე მონაწილე ქვეყნების მინისტრთა სესიაზე. პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველო სამხრეთის გაზის დერეფნის განვითარების პროექტის დაწყებისთანავე მისი აქტიური მონაწილეა და უწყვეტ პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს მას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თავის გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად უწყობს ხელს აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის 2022 წლის 18 ივლისს გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული შეთანხმებების მიღწევაში, რომელიც მიზნად ისახავს აზერბაიჯანის გაზის მიწოდებას ევროკავშირში სამხრეთ გაზის დერეფნის მეშვეობით წელიწადში მინიმუმ 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდას 2027 წლისთვის (2021 წლის 8,1 მილიარდიდან). საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ (სახელმწიფო შვილობილი ენერგეტიკული ლიდერი) ხელშეკრულება გააფორმა SOCAR-თან გაზის ნაკადების დროებით გადამისამართებაზე, რომლითაც საქართველო უფლებამოსილია, შეიძინოს გაზი SCP პროექტის ხელშეკრულებებით. შედეგად, ყოველწლიურად ხელმისაწვდომი გახდა დამატებითი გამტარუნარიანობა - დაახლოებით 1,1 მილიარდი კუბური მეტრი, რომელიც გამოიყენებოდა აზერბაიჯანის ბუნებრივი გაზის გაზრდილი ექსპორტისთვის ევროპის ქვეყნებში",- აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)