|
2024-02-21 14:48:19, 1868 ნახვა
პოლიტიკა
ცაგარეიშვილი შოვის ტრაგედიაზე - შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით დასკვნამ ცხადყო, რომ სტრუქტურების წარმომადგენლებს ბრალი არ მიუძღვით
შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით დასკვნამ ცხადყო ის, რომ ბრალი სტრუქტურების წარმომადგენლებს არ მიუძღვით, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილმა შოვის ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა. ცაგარეიშვილის თქმით, "ოპოზიცია ბუნებრივ მოვლენებს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს". „ნებისმიერი ბუნებრივი მოვლენა პოლიტიკური სპეკულაციის საგნად გადაიქცევა ხოლმე ჩვენი ოპოზიციის ხელში. ადამიანები, რომლებსაც თითი თითზე არ მიუდიათ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, რათა ეს პრობლემები მოგვარებულიყო და რომლებისგანაც ჩვენ გადმოვიბარეთ აბსოლუტურად გაჩანაგებული სისტემა. რაც შეეხება ამ სტიქიის გათვლას, ამის გათვლა დროში და სივრცეში სამწუხაროდ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ფაქტობრივად წარმოუდგენელია“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)