|
2024-02-19 22:19:46, 675 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე საკადრო გადაწყვეტილება მიიღეს
„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მიიღეს. უმრავლესობის ლიდერის პოზიციაზე უმრავლესობის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს მამუკა მდინარაძის კანდიდატურას, ხოლო პარლამენტის ვიცე-სპიკერის ვაკანტურ პოზიციაზე უმრავლესობა ნინო წილოსანს წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "ქართული ოცნება" ავრცელებს. პარტიის ცნობით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ უმრავლესობის წევრებმა, ასევე ერთხმად, მხარი დაუჭირეს რატი იონათამიშვილის, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ - გია ცაგარეიშვილის კანდიდატურას. "აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ წარდგენილია გელა სამხარაული, რომელიც მანამდე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებდა, ხოლო პირველი მოადგილის პოზიციაზე უმრავლესობა მხარს ირაკლი დაჩი ბერაიას დაუჭერს. რაც შეეხება მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებს, განსახილველ საკითხებს შორისაა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები. პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარდგება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატები ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს, ხოლო ინტერპელაციის წესით - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას მოუსმენენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)