|
2024-02-19 14:14:42, 769 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას ასობით მოქალაქე უერთდება - მნიშვნელოვანია, ის არჩევნების წინ თავისუფალი იყოს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ქუთაისში ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ ექსპრეზიდენტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ თავისუფალი იყოს. “საქართველოს მოქალაქის ნომერ პირველი პრობლემა არის უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და ამის გამოცდილება აქვს პრეზიდენტ სააკაშვილს. ასევე, მნიშვნელოვანია, მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი არჩევნების წინ იყოს თავისუფალი და შესაძლებლობა მიეცეს მის ხალხთან კომუნიკაციის. თქვენ ხედავთ ასობით ჩვენი თანამოქალაქე სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ადგილებზე მოდის ოფისებში და უერთდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას. ამიტომ, ყველას უნდა ესმოდეს, რომ უმნიშვნელოვანესია, მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის გათავისუფლება და მიცემა შესაძლებლობის, რომ შეხვდეს და აწარმოოს საარჩევნო კამპანია 2024 წლის არჩევნებზე",- ამბობს ხაბეიშვილი.
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)