|
2024-02-17 17:48:17, 768 ნახვა
პოლიტიკა
გივი მიქანაძე მამუკა ხაზარაძეზე - ბავშვმაც კი იცის, რას ნიშნავს რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება
ხაზარძემ რამდენიმე დღის განმავლობაში თავისი აბსურდული განცხადებებიდან რამდენჯერმე უკან დაიხია. პირველი გახსოვთ, 1000 ლარიან პენსიას ჰპირდებოდა და ოპოზიციურმა სპექტრმაც კი მიუთითა, რომ ეს იყო სრული აბსურდი და ტყუილის ტირაჟირება. ახლა, როდესაც მან განაცხადა, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები უნდა გაწყდეს და ეკონომიკური სანქციები დაუწესდეს, ცდილობს თავი დაიძვრინოს ამ სიტუაციიდან, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ. მისი თქმით, "ხაზარაძე, როგორც არ უნდა ეცადოს განცხადებების გადაკეთებას, თავს ვერ დაიძვრენს, კიდევ ერთხელ ჩანს მისი პოპულიზმი და საზოგადოების მოტყუების მცდელობა". „ხაზარაძემ რამდენიმე დღის განმავლობაში თავისი აბსურდული განცხადებებიდან რამდენჯერმე უკან დაიხია. პირველი გახსოვთ, 1000 ლარიან პენსიას ჰპირდებოდა და ოპოზიციურმა სპექტრმაც კი მიუთითა, რომ ეს იყო სრული აბსურდი და ტყუილის ტირაჟირება. ახლა, როდესაც მან განაცხადა, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები უნდა გაწყდეს და ეკონომიკური სანქციები დაუწესდეს, ცდილობს თავი დაიძვრინოს ამ სიტუაციიდან. პატარა ბავშვმაც კი იცის ძალიან კარგად, რას ნიშნავს რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება. ძალიან კარგად იცის ყველამ, მათ შორის ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, რატომ არ შეუერთდა საქართველო რუსეთთან ამ სანქციებს ამ ხნის განმავლობაში გამომდინარე იქიდან, რომ ეს პირველ რიგში ჩვენს მეწარმეებს დაარტყამს და მეორე, რაც მთავარია, ეს არის პირდაპირ კონფრონტაციაში შესვლა რუსეთთან და იმ მშვიდობიანი პოლიტიკის რისკის ქვეშ დაყენება, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერით ამ წლების განმავლობაში ახორციელებს. ამიტომ, ხაზარაძე ვერ დაიძვრენს თავს ამ განცხადებებისგან, როგორც არ უნდა ეცადოს მათ გადაკეთებას. კიდევ ერთხელ ჩანს მისი პოპულიზმი და მცდელობები, მოატყუოს საზოგადოება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)