|
2024-02-17 16:02:09, 651 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - თუკი რუსეთს სანქციებს დავუწესებთ, ეს იმთავითვე ნიშნავს ყოველგვარი ეკონომიკური კავშირის გაწყვეტას და კონფრონტაციულ რეჟიმში შესვლას
ხაზარაძე საკუთარი ტყუილების ლაბირინთში არის გახლართული და ახლა უნიჭოდ ცდილობს, რომ ამ ლაბირინთიდან გამოძვრეს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა საპენსიო ზრდასთან და რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, რუსეთისთვის სანქციების დაწესება ყოველგვარი ეკონომიკური კავშირის გაწყვეტას და კონფრონტაციულ რეჟიმში შესვლას გამოიწვევს. „რა თქმა უნდა საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის, რომ თუკი რუსეთს სანქციებს დავუწესებთ ეს იმთავითვე ავტომატურად ნიშნავს ყოველგვარი ეკონომიკური კავშირის გაწყვეტას და კიდევ უფრო მეტი, ეს არის კონფრონტაციულ რეჟიმში შესვლა. როდესაც ჩვენს ქვეყანას ოკუპირებული ტერიტორიები აქვს, ამ რეჟიმში რუსეთთან დამატებითი კონფრონტაცია რა თქმა უნდა, მიუღებელია ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ, ხაზარაძე და მისი ტყუილები საზოგადოებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი და ის ვერანაირად თავს ვერ აარიდებს მისივე ნათქვამ ამ ტყუილებს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)