15:19 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-16 20:37:34, 609 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - „ლელო“, რომ ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლებაში 2022 წლის თებერვალში, საქართველოში დაიწყებოდა ომი და იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსი

„ლელო“, რომ ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლებაში 2022 წლის თებერვალში, საქართველოში დაიწყებოდა ომი და იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, 1000 ლარიან პენსიასთან დაკავშირებით „ლელოს“ ინიციატივაზე დასმული შეკითხვის პასუხად.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ლელო“ ითხოვდა, საქართველოს მთავრობას უკრაინაში გაეგზავნა მეომრები რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად.

„არათუ ეკონომიკურად შეუძლებელია [1000 ლარიანი პენსია], „ლელო“ ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო 2022 წლის თებერვალში, როდესაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, გვახსოვს მაშინ რა მოთხოვნები ჰქონდათ - ისინი ითხოვდნენ, საქართველოს მთავრობას უკრაინაში გაგვეგზავნა მეომრები რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად და მოგვიწოდებდნენ, რომ ჩაგვეკეტა საზღვრები და ა.შ. „ლელო“, რომ ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლებაში 2022 წლის თებერვალში, საქართველოში დაიწყებოდა ომი და იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსი. დღეს გვექნებოდა არა აშენებული გზები და მაგისტრალები, არამედ გვექნებოდა დანგრეული და აფეთქებული ხიდები, გაუბედურებული ოჯახები, სიკვდილი და ეკონომიკური კრიზისი. ეს იქნებოდა „ლელოს“ ხელისუფლებაში ყოფნის შედეგი. ისინი პირდაპირ მოუწოდებდნენ, პირადად ჩვენ მოგვიწოდებდნენ და შეხვედრებზე გველაპარაკებოდნენ, გაგვეგზავნა უკრაინაში მებრძოლები, ჩაგვეკეტა საზღვრები. ეს არის პირდაპირი გზა ომისკენ რუსეთთან. ეს არის სინამდვილეში „ლელოს“ საარჩევნო პროგრამა. ერთადერთი, რაც სლოგანი უნდა დააწერონ საარჩევნო პროგრამას, არის „ომი საქართველოში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 
 
 
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics