17:41 - 07 Jul, 2026
|
2024-02-12 14:59:19, 907 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვება ოფიციალური წერილით მიულოცა
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ოფიციალური წერილით მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილის წერილი 9 თებერვლით თარიღდება. "საქართველოს პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს, ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა",- ამბობენ ადმინისტრაციაში. ცნობისთვის, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მან ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა არ მიულოცა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)