|
2024-02-12 14:36:41, 875 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ არის, ერთი ჩვეულებრივი რადიკალი ოპოზიციონერია, „ნაცზე“ უფრო „ნაცი“ მოგვევლინა
"ნაცზე" უფრო "ნაცი" სალომე ზურაბიშვილი მოგვევლინა და ის, დაახლოებით, იმ როლშია, რა როლიც დაავალეს "ლელოს" და გახარიას წარმომადგენლებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ არის, "ის ერთი ჩვეულებრივი რადიკალი ოპოზიციონერია". "სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ არის, ის არის ერთი ჩვეულებრივი რადიკალი ოპოზიციონერი, მასაც თავისი როლი აქვს. მან ილაპარაკა უფრო რადიკალურად, უფრო - ცუდ სიტყვებს მოვერიდები, ქალის მიმართ გამოვიყენო, მაგრამ უფრო ცუდად, ვიდრე ლაპარაკობდნენ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებიც კი. მათ ხომ კონსტრუქციული როლი მოირგეს, კვლევა აქვთ ჩასატარებელი ერთ თვეში. სალომე ზურაბიშვილი გაცილებით რადიკალია, ვიდრე "ნაცები". "ნაცზე" უფრო "ნაცი" სალომე ზურაბიშვილი მოგვევლინა და ის, დაახლოებით, იმ როლშია, რა როლიც დაავალეს "ლელოს" და გახარიას წარმომადგენლებს", - განაცხადა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)