|
2024-02-12 09:14:53, 629 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე - ოპოზიციიდან ნაწილმა წამოიწყო გამიჯვნის პროცესი და სურთ სიმულაციის შექმნა, თითქოს ენმ-ის წარმომადგენლები არ არიან
წამოიწყეს რაღაც პროცესი, მათ შორის, გამიჯვნის, გასვლის და იმ სიმულაციის შექმნა სურთ, თითქოს ადამიანები, რომლებიც გამოვიდნენ “ნაციონალური მოძრაობიდან”, არ არიან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. სარჯველაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციის ნაწილი “ნაციონალური მოძრაობისგან” დისტანცირებას ცდილობს, ისინი "კოლექტიური ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები არიან. “მათ სურვილი აქვთ, სუფთა ფურცლიდან დაიწყონ და დაივიწყონ ის, რაც წითელი "პასტით" იყო ძალიან ბევრი შეცდომის სახით აღნიშნული წინა გვერდებზე, მათ ბიოგრაფიაში. ეს, რა თქმა უნდა, არის კოლექტიური “ნაცმოძრაობა",- აცხადებს სარჯველაძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)