|
2024-02-09 12:07:46, 714 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე გვარამიაზე - უპერსპექტივო მცდელობაა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, თითქოს ისინი არ არიან პასუხისმგებლები ყველა იმ მანკიერებისთვის, რაც დაკავშირებულია ენმ-თან
მე მგონია, რომ ეს აბსოლუტურად უსაფუძვლო და უპერსპექტივო მცდელობაა ამ ხალხის მხრიდან, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და წარმოაჩინონ ისე, თითქოს ისინი არ არიან პასუხისმგებლები ყველა იმ მანკიერებისთვის, რაც დაკავშირებულია ამ სახელწოდებასთან „ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ნიკა გვარამიას მიერ ახალი პარტიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა. სარჯველაძის თქმით, პოლიტიკური პარტიის დატოვება არ ნიშნავს პასუხისმგებლობის მოხსნას იმაზე, რაც პარტიაში ყოფნის პერიოდში შავდებოდა. „არ შეიძლება უბრალოდ ასე მოხდეს, რომ მაგალითად პოლიტიკურმა პარტიამ, რომელმაც დააშავა რაღაც, იქ მყოფი ადამიანები, იმ პერიოდში, როდესაც რაღაც შავდებოდა, როდესაც გადიან ამ პარტიიდან და სხვა ახალი მოდის, რომ იმ ახალ ადამიანებს ჩამოეკიდოს ეს პასუხისმგებლობა და ის ვინც გავიდა, ასე ვთქვათ, ითვლებოდეს უპასუხისმგებლოდ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)