|
2024-02-07 18:11:49, 776 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ხელისუფლების მიზანია, საქართველო 2030 წლისთვის ყველაზე უკეთ იყოს მომზადებული იმისათვის, რომ EU-ის წევრი ქვეყანა გახდეს
ჩვენი საგარეო პოლიტიკა აქტიურად იქნება მიმართული საგარეო პოზიციების გაძლიერებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაცია, რაც, როგორც მოგეხსენებათ, 2017 წელს, ხელისუფლების ორგანოების კონსტიტუციურ ამოცანად განისაზღვრა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ, საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე განახადა. კობახიძის თქმით, ხელისუფლების მიზანია, საქართველო 2030 წლისთვის ყველაზე უკეთ იყოს მომზადებული იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს. "კანდიდატის სტატუსის მიღება იყო უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური აქტი ევროინტეგრაციის მიმართულებით. ბუნებრივია, აქტიურად გაგრძელდება ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და 9 პუნქტის შესრულებაზე მუშაობა, რისთვისაც მთავრობას უკვე აქვს დამტკიცებული შესაბამისი სამოქმედო გეგმა. ჩვენი მიზანია და ეს აუცილებლად ასე იქნება , 2030 წლისთვის ვიყოთ ყველაზე უკეთ მომზადებული კანდიდატ ქვეყნებს შორის იმისათვის, რომ მივიღოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე განცხადებით, გაგრძელდება აშშ-სთან და ნატოსთან აქტიური თანამშრომლობა. "გაგრძელდება თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან პოლიტიკური პარტნიორობის გაძლიერების კუთხით, სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში - რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება. ასევე გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა ნატოსთან. როგორც ასპირანტი ქვეყანა, საქართველო განაგრძობს ინტეგრაციის ძირითადი ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენებას, წვრთნებსა და სწავლებებში მონაწილეობას, აგრეთვე პრაქტიკულ და პოლიტიკურ თანამშრომლობას ინდივიდუალურად მორგებული პროგრამის ფარგლებში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)