|
2024-02-02 15:01:07, 751 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - არჩევნებზე ენმ-ის, „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება
არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“, „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი იქნება მიხეილ სააკაშვილი და ქართველ ხალთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის უშუალო ჩართულობით, აუცილებლად ვაპირებთ, დავამარცხოთ ეს გაჭირვება, სიდუხჭირე, დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ექსპრეზიდენტი „ტყვეობაში აბსოლუტურად უსამართლოდ იმყოფება". „საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს თავმჯდომარეც, დამფუძნებელიც, ლიდერიც და ეს არის პრეზიდენტი სააკაშვილი. ჩვენ გვჭირდება ტექნიკურად ამაზე საუბარი იმ პირობებში, როდესაც რუსი ოლიგარქი პრეზიდენტ სააკაშვილს ამყოფებს ციხეში. ამიტომ, ამ პარტიის ლიდერი, დამფუძნებელი არის მიხეილ სააკაშვილი, შესაბამისად, ამ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“, „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი იქნება მიხეილ სააკაშვილი და ქართველ ხალთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის უშუალო ჩართულობით, აუცილებლად ვაპირებთ, დავამარცხოთ ეს გაჭირვება, სიდუხჭირე, დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ართმევს შესაძლებლობას ჩვენს ხალხს, იყოს საქართველოში, იყოს ღირსეული სამუშაო ადგილები და დასაქმების პირობები. ამიტომ, ის როლი, რომელზეც პრეზიდენტი სააკაშვილი საუბრობს, არის ტექნიკური პრობლემებიდან გამომდინარე იმიტომ, რომ ის ტყვეობაში იმყოფება აბსოლუტურად უსამართლოდ",- ამბობს ხაბეიშვილი.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)