|
2024-02-01 16:06:19, 661 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - გვქონდა პერიოდი, როდესაც განსაკუთრებული პრივილეგია, თავგასულობაც კი იყო ქვეყნის პირველი პირობა და დღეს ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა
ამ ქვეყანაში გვქონდა პერიოდი, როდესაც განსაკუთრებული პრივილეგია, კომფორტი, თავგასულობაც კი იყო ქვეყნის პირველი პირობა, ეს 2012 წლამდე ხდებოდა. დღეს ეს არის მხოლოდ და მხოლოდ უდიდესი პასუხისმგებლობა და მარტივი არ არის ზიდო უმაღლესი თანამდებობის შესაბამისი ტვირთი,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „მარტივი არ არის ამ პასუხისმგებლობის აღება, მათ შორის, დაუმსახურებელი ბევრი ტალახის სროლა მოდის ასეთი თანამდებობის პირების მიმართ, თითოეული ჩვენგანის მიმართ, ეს არ არის მარტივი. ვფიქრობ, რომ როდესაც სამი წლის განმავლობაში ქვეყანა შენი პრემიერ-მინისტრობის დროს ახდენს უდიდეს წარმატებებს და ამ პასუხისმგებლობას ასე წარმატებულად უძღვები, შემდეგ კითხვა, რომ აი, ამ კომფორტიდან რატომ გამოვიდა - არარელევანტურია, აბსოლუტურად არ არის სწორი. ამას ახლავს პასუხისმგებლობა, რაღაცების გაძლება გვიწევს, განსაკუთრებით, როდესაც ქვეყნის პირველ პირზეა საუბარი",- განაცხადა მდინარაძემ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)