|
2024-01-31 15:24:34, 686 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა ზურაბიშვილზე - თუ უნდა შეცდომები მივუტევოთ, ბოდიში მოიხადოს და ვეტყვი - ჯიგარი ხარ, ქალბატონო პრეზიდენტო
პრეზიდენტს ვკითხავდი, ნანობს თუ არა ანტისახელმწიფოებრივ გამოხტომებს?! - უნდა აღიაროს, თუ უნდა, რომ მივუტევოთ და მზად ვარ, ვუთხრა - ჯიგარი ხარ, ქალბატონო პრეზიდენტო, ფრანგულადაც გადავუხდი მადლობას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუას თქმით, ბოდიშის მოხდა ცუდი ტონი არ არის. "კითხვას დავუსვამდი, ნანობს თუ არა ანტისახელმწიფოებრივ გამოხტომებს, რასაც ადგილი ჰქონდა?! ნანობს თუ არა, რომ რადიკალებს შეეკრა?! ველოდები, რომ გამოვა და იტყვის - მე ვიყავი შეცდომაში შეყვანილი, მადლობას გიხდით მთავრობას და პარლამენტს სტატუსის დამსახურებულად მოპოვებისთვის და მე მეტს აღარ გავაკეთებ. ეს მოლოდინი მაქვს, თუ ღირსება შერჩენია, ბოდიშის მოხდა არ არის ცუდი ტონი. როცა დარწმუნდები, რომ შეცდომა დაუშვი და პარლამენტს სადაც სხვათაშორის, თვითონაც მუშაობდა „ფსევდორეფორმებს“ ეძახდა, ამ „ფსევდორეფორმებით“ და შესრულებული პუნქტებით დამსახურებულად და ერთხმად მოგვანიჭა ევროკავშირის ყველა სახელმწიფომ სტატუსი. მით უმეტეს, რეიტინგებით, რაც გამოქვეყნდა, ევროკავშირის 7 სახელმწიფოს, ნატოს 9 სახელმწიფოს ვუსწრებთ. ეს მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა და ეს უნდა აღიაროს ქალბატონმა პრეზიდენტმა, თუ უნდა მივუტევოთ ის შეცდომები და ვთქვათ, რომ რა მოხდა მერე, ვის არ ეშლება?! მე პირადად მზად ვარ, ვუთხრა - ჯიგარი ხარ ქალბატონო პრეზიდენტო-თქო. ფრანგულადაც ვეტყვი - მადლობას გადავუხდი", - განაცხადა ზარქუამ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)