|
2024-01-31 12:36:17, 652 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - „ლელო“ „ჩიხუახუას სინდრომითაა“ წარმოდგენილი, საკუთარ წონასა და ზომას ადეკვატურად ვერ აფასებს
ვფიქრობ, „ჩიხუახუას სინდრომით“ არის „ლელო“ წარმოდგენილი, საკუთარ წონას და ზომას ადეკვატურად ვერ აფასებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, „ლელოს" „ერთადერთი პოლიტიკური მიღწევა ისაა, რომ 2020 წლის არჩევნებში მათ მიიღეს მოსახლეობის 3%-ის ხმა და ერთ წელიწადში შეძლეს ის, რომ ჩამოვიდნენ 2%-მდე". „ლელო“, ზოგადად, საინტერესო მოვლენა არის ქართულ პოლიტიკაში. ერთადერთი მათი პოლიტიკური მიღწევა არის, რომ 2020 წლის არჩევნებში მათ მიიღეს მოსახლეობის 3%-ის ხმა და ერთ წელიწადში შეძლეს ის, რომ ჩამოვიდნენ 2%-მდე. ამის შემდეგ, რატომღაც, სულ დიდ გულზე არიან და ჰგონიათ, რომ მათ უნდა განსაზღვრონ პოლიტიკური დღის წესრიგი. არსებობს ასეთი „ჩიხუახუას სინდრომი“. ჩიხუახუა იცით, რომ ზომით პატარა ძაღლია, მაგრამ დიდი გული აქვს. თავის ზომაზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს და შემდეგ შეებრძოლება ხოლმე სხვა ზომის ცხოველებს. მოკლედ, ადეკვატურად ვერ აფასებს საკუთარ წონას და ზომას. ვფიქრობ, ამ სინდრომით არის დღეს განსაკუთრებით „ლელო“ წარმოდგენილი. გუშინ ვნახეთ, რომ პარლამენტში, ორ დეპუტატს უნდა განსაზღვროს დღის წესრიგი, თან ამას ისეთ ტონალობაში, ისეთი გონორით, ისეთი ეგოთი წარმოაჩენენ, რომ არ ვიცი, უკვე ირონიის და სიცილის გარდა, მე მგონი, სხვა სერიოზულ რეაქციას არ იწვევს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)