|
2024-01-30 14:20:33, 694 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - პრემიერის თანამდებობას კობახიძე თუ დაიკავებს, ქართული დემოკრატიისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება
პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ირაკლი კობახიძე თუ დაიკავებს, ეს იქნება უნიკალური და წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, კობახიძე ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი აქტორია, როგორც იდეების გენერირებაში, ისე პოლიტიკური პროცესების მართვაში. "ირაკლი კობახიძე ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი აქტორია, როგორც იდეების გენერირებაში, ისე პოლიტიკური პროცესების მართვაში. ამიტომ, მისი სახით აღმასრულებელ ხელისუფლებას განსაკუთრებულად ძლიერი ადამიანი ეყოლება როგორც მართვაში, ისე პოლიტიკურ ხედვებში, რაც მნიშვნელოვანია, რათა კიდევ უფრო ამბიციურ ხედვებს მივაღწიოთ ქვეყნის განვითარებაში. პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ირაკლი კობახიძე თუ დაიკავებს, ეს იქნება უნიკალური და წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის, რადგან მას შემდეგ, რაც საპარლამენტო სისტემაზე მოხდა გადასვლა, პირველად ქართულ დემოკრატიაში პარლამენტის წიაღიდან იქნება წასული პრემიერ-მინისტრი. ეს არის წესი და სტანდარტი, რომელიც, მათ შორის ევროპულ ქვეყნებშია. ხარისხობრივად ახალ დონეზე აიყვანს აღმასრულებელ ხელისუფლებას და პარლამენტს შორის ურთიერთობას, როცა პრემიერ-მინისტრი არის პარლამენტის ყოფილი წევრი. მან სხვანაირად იცის შიდა საპარლამენტო დისკუსიები. ვფიქრობ, ოპოზიციისთვისაც საინტერესო და კარგი გამოცდილება იქნება, როცა პრემიერი იქნება მათი ყოფილი კოლეგა. ჩვენ ქართული დემოკრატიის განვითარებაში ამ გამოცდილებითაც წინ წავიწევთ", - განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ, 29 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. არსებული ინფორმაციით, ღარიბაშვილს მთავრობის მეთაურის პოსტზე "ქართული ოცნების" მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეცვლის.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)