15:27 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-25 12:25:12, 844 ნახვა

მსოფლიო
სომხეთში Sputnik-ს ლიცენზია აღუდგინეს

სომხეთში რუსულ პროპაგანდისტულ მედია Sputnik-ს შეჩერებული ლიცენზია აღუდგინეს. შესაბამისი გადაწყვეტილება სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს მარეგულირებელი კომისიის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

როგორც მარეგულირებლი კომისიის დასკვნაში ვკითხულობთ, რადიო Sputnik Armenia-ს სამაუწყებლო კომპანია Tospa-მ მოლაპარაკებების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეთერიდან რამოდენიმე გადაცემა მოხსნას.

"მედია Tospa-მ ყველა ნაბიჯი გადადგა, რომელიც მარეგულირებელმა კომისიამ მოითხოვა. შესაბამისად, ლიცენზია განახლებულია. მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ეთერიდან მოიხსნება გადაცემები "პარასკევი ტიგრან კეოსაიანთან ერთად" და "აბოვიან თაიმი". Tospa-ს ლიცენზია 2024 წლის 25 იანვრიდან განახლდება", - აღნიშნულია დასკვნაში.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 20 დეკემბერს, რადიოსა და ტელევიზიის მარეგულირებელმა კომისიამ Sputnik Armenia-ს ლიცენზია 30 დღით შეუჩერა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
CashBack-ის და VISA-ს საზაფხულო შეთავაზება ლიბერთის მომხმარებლებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics