|
2024-01-24 12:48:50, 565 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მელინე არაკელიანთან. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. "შინაგან საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პოლიციის ატაშეების როლზე ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაში და დადებითად შეაფასა ნიდერლანდების მხარის მიერ საქართველოში პოლიციის ატაშეს მოვლენა, რომელიც საქმიანობას 2023 წლიდან შეუდგა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ეფექტიანი თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობასა და ურთიერთობების შემდგომი განვითარების გეგმებზე. შეხვედრის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ელჩს წარმატებები უსურვა მის შემდგომ საქმიანობაში და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შეძლებენ პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოებას სხვადასხვა მიმართულებით",- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)