|
2024-01-24 11:44:39, 719 ნახვა
საზოგადოება
აღსრულების ბიურომ დადიანის ქუჩაზე, კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლება გადადო
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლება გადადო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი აღსრულების ეროვნულ ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს. მაუწყებლის ცნობით, ოჯახს პრობლემის მოგვარებისთვის დამატებითი ვადა მიეცა. „აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, გადაიდოს დღევანდელი გამოსახლების პროცესი, რადგან ოჯახი სოციალურად დაუცველია, მათ ოჯახში ასევე ჰყავთ ორი არასრულწლოვანი და მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გადაიდო დღევანდელი პროცესი, ასევე ოჯახს მიეცა დამატებითი ვადა მოლაპარაკებებისთვის“,- აცხადებს აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი პაატა შამუგია. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელ კორპუსთან დილიდან მოქალაქეები და აქტივისტები არიან შეკრებილნი, რომლებიც კაკიაშვილების ოჯახის ბინიდან გამოსახლებას აპროტესტებენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახი გამოასახლეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)