|
2024-01-22 09:32:00, 658 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ჩინეთს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება აქვს EU-ის არაერთ ქვეყანასთან - როდესაც საქართველოსთან ამას უწოდებ ცუდ საქმეს, სპეკულაციაა
საქართველოს აქვს სტრატეგიული მდებარეობა. ჩვენ ბუნებრივად, გეოგრაფიულად ვაკავშირებთ ერთმანეთს ევროპასა და აზიას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია. ამისთვის საჭიროა, ინფრასტრუქტურის განვითარება, ანაკლიის პორტის განვითარება, სხვადასხვა პროექტები,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ჩინეთს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმებული აქვს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანასთან და „როდესაც საქართველოსთან ამ შეთანხმების გაფორმებას უწოდებ ცუდ საქმეს, სპეკულაციაა". „ჩინეთი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და მთლიანობას. ანალოგიურად ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთიანი ჩინეთის პრინციპს. ჩინეთი არის ძალიან ბევრი თვალსაზრისით სამაგალითო ქვეყანა, მოდერნიზაციის თვალსაზრისით, ეკონომიკური პროგრესის თვალსაზრისით. არცერთ სხვა დიდ სახელმწიფოს, ალბათ, ამ მასშტაბის პროგრესი არ განუცდია უკანასკნელი წლების განმავლობაში. შარშან ჩინეთში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის შემდეგ, ჩვენი ურთიერთობები თვისებრივად სხვა ეტაპზე გადავიდა, ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთსა და საქართველოს შორის. ეს ნიშნავს იმას, რომ თვისებრივად ღრმავდება პარტნიორობა, თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. ჩვენი ვიზიტიც ემსახურება ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას, პოტენციალი არის ძალიან დიდი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური განზომილება ჩვენი პარტნიორობის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩინეთს აქვს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმებული არაერთ ევროკავშირის წევრ ქვეყანასთანაც კი. ასეთ დროს, როდესაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებას უწოდებ ცუდ საქმეს, რბილად რომ ვთქვათ, სპეკულაციაა და მეტი არაფერი. მე არ მგონია, მათ ამდენი ცოდნა არ ჰქონდეთ საგარეო პოლიტიკის, რომ ასეთი შეფასებები არ გააკეთონ. უბრალოდ ეს არის მორიგი მავნებლობა მათი მხრიდან. მათ აღიზიანებთ ყველა ნაბიჯი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკური წინსვლის პერსპექტივებთან,“- განაცხადა კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)