|
2024-01-11 13:28:25, 686 ნახვა
საზოგადოება
ოკუპირებული გალიდან ბათუმის კლინიკაში გადაყვანილი 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში ოკუპირებული გალიდან გადაყვანილი 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. მცირეწლოვანი 2 დღის წინ მშობლებმა თავდაპირველად ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, თუმცა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მისი ბათუმში გადაყვანა გახდა საჭირო. "ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შემოყვანილ იქნა თვითდინებით 6 წლის ბავშვი მშობლების მიერ, რომელსაც ჰქონდა ცხელების, სუნთქვის გაძნელების და ხველების რამდენიმედღიანი ანამნეზი. ბავშვი შემოყვანისას მოთავსდა გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში. გამოხატული იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობის მომენტები, გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა. შესაბამისი პირველადი დახმარების შემდეგ ბავშვი გადაიგზავნა საგანგებო სიტუაციათა სამსახურის მიერ სპეციალიზებულ კლინიკაში - ბათუმის დედათა და ბავშვთა სახელობის ცენტრალურ ჰოსპიტალში. პირველადი დახმარებისა და გაწეული რეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ ბავშვი გარდაიცვალა ბათუმის საავადმყოფოში",- აცხადებს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმი "მთავარ არხთან" საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)