00:44 - 26 Jun, 2026
|
2024-01-07 15:57:27, 957 ნახვა
მსოფლიო
მსახიობი კრისტიან ოლივერი, 2 შვილთან ერთად, ავიაკატასტროფაში დაიღუპა
გერმანელი მსახიობი კრისტიან ოლივერი, 2 შვილთან ერთად, ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც BBC წერს, კერძო თვითმფრინავი კარიბის ზღვაში, სენტ-ვინსენტისა და გრენადინების სანაპიროსთან ახლოს ჩამოვარდა, რის შედეგადაც, პილოტი, კრისტიან ოლივერი და მისი 2 ქალიშვილი - 10 წლის მადიტა და 12 წლის ანიკა დაიღუპნენ. თვითმფრინავი სენტ-ვინსენტისა და გრენადინების სანაპიროდან სანტა-ლუსიისკენ მიფრინავდა. ავიაკატასტროფის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ცნობისთვის, კრისტიან ოლივერი 90-იან წლებში გერმანულ სერიალებსა და ფილმებში მონაწილეობდა. 2002-2004 წლებში პოპულარობა სერიალ Cobra 11-ში შესრულებულმა როლმა მოუტანა. მსახიობმა მოგვიანებით კარიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)