09:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-30 16:16:12, 2400 ნახვა

საზოგადოება
სენაკის სამხედრო ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ბრიგადის საახალწლო ნაძვის ხის საზეიმო ანთების ღონისძიება და გალა კონცერტი გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა და სენაკის მუნიციპალიტეტის მუსიკალური ცენტრის აღსაზრდელებმა იზრუნეს.

„ღონისძიებაზე მყოფ სამხედრო მოსამსახურეების შვილებს სიტყვით თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მიმართა, დამდეგი ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.

სენაკის სამხედრო ბაზაზე ბავშვებისთვის საახალწლო სოფელიც მოეწყო, სადაც მათ სხვადასხვა გასართობ აქტივობაში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდათ. სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა სამხედროების პირადი აღჭურვილობის გამოფენაც დაათვალიერეს და ბრიგადის სასადილოში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ჯარისკაცის ულუფა დააგემოვნეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics