|
2023-12-26 23:26:41, 714 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მსოფლიო პატრიარქთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკი Telegram-არხზე წერს. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, მან პატრიარქს უკრაინელი ხალხისადმი თბილი საშობაო მილოცვისთვის, უკრაინაში მშვიდობისთვის ლოცვისა და მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით მსოფლიო საპატრიარქოს მრჩეველთა შეხვედრებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. "საშობაო მილოცვისთვის სატელეფონო საუბარი მქონდა უწმიდეს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან. წელს უკრაინაში შობა დედაეკლესიასთან ერთად აღნიშნეს. მადლობა გადავუხადე მის უწმინდესობას უკრაინელი ხალხისადმი თბილი საშობაო მილოცვისთვის, უკრაინაში მშვიდობისთვის ლოცვისა და მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით მსოფლიო საპატრიარქოს მრჩეველთა შეხვედრებში მონაწილეობისთვის", - წერს ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)