|
2023-12-15 11:52:37, 677 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა FAO-ს მცენარეთა გენეტიკური რესურსების მმართველი ორგანოს სესიაში მიიღო მონაწილეობა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა FAO-ს მცენარეთა გენეტიკური რესურსების მმართველი ორგანოს მე-10 სესიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ცნობით, იტალიის დედაქალაქ რომში გამართულ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ხელშეკრულების მმართველი ორგანოს მე-10 სესიაზე ძირითადი ყურადღება მცენარეთა გენეტიკური რესურსების შენარჩუნება-დაცვას, კლიმატის ცვლილებებთან ადაპტირებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების შერჩევას და გავრცელების ხელშეწყობას, ეროვნული კოლექციების და თესლის გენეტიკური ბანკის შექმნის აუცილებლობას დაეთმო. „სესიაზე ყურადღება გამახვილდა ბიომრავალფეროვნების მხარდაჭერაში, შენარჩუნებასა და გავრცელების გლობალური პოლიტიკის შემუშავებაში ქვეყნების მთავრობების ჩართულობასა და მათ როლზე. თემატური შეხვედრების პარალელურად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) პრეზიდენტს ლუიჯი მოიოს და სამეცნიერო დირექტორს ჟან კლაუდ რუფს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება ქართველ მკვლევართა ჩართულობით სამომავლო თანამშრომლობას, მეღვინეობის და ვაზის გენეტიკური რესურსების დაცვასა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას დაეთმო. აღსანიშნავია, რომ ლევან უჯმაჯურიძე FAO-ში საქართველოს გენეტიკური რესურსების კოორდინატორი 2017 წლიდან არის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)