01:40 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-14 14:07:30, 645 ნახვა

საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარდათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით, ტრენინგები ჩაუტარდათ. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა, ტყის სექტორის რეფორმის მხარდამჭერი პროექტის ECO.Georgia ფარგლებში, სატრენინგო მოდული - „ტყის ზედამხედველობის გაძლიერება“ გაიარეს. 

"ტრენინგები პროექტის სამიზნე რეგიონებში ჩატარდა და მოიცავდა როგორც საკანონმდებლო რეგულაციებს, ასევე მონაწილეთა პრაქტიკულ სამუშაოებს.

პროექტი ECO.Georgia თანადაფინანსებულია  მწვანე კლიმატის ფონდის (GCF), საქართველოს, გერმანიისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ. პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი შესაბამისი უწყებები და   გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ერთობლივად ახორციელებენ.

თანამშრომელთა გადამზადება მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციის, ასევე ეფექტიანი გარემოსდაცვითი კონტროლის განხორციელების მიზნით",- ნათქვამია დეპარტამენტის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics