09:34 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-13 23:56:49, 759 ნახვა

მსოფლიო
ევროკომისიამ უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს დახმარების განბლოკვას მხარი დაუჭირა

ევროკომისიამ ევროკავშირის გაყინული ფონდიდან უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკომისიამ 14-15 დეკემბრის სამიტის წინ მიიღო.

ევროკომისიის ცნობით, ამგვარად უნგრეთს შეუძლია, ქვეყნის განვითარებისთვის 10,2 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტების ანაზღაურება მოითხოვოს.

ევროკომისიის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უნგრეთის მიერ სასამართლო რეფორმაში შეტანილი ცვლილებების პასუხი იყო და აღნიშნავენ, რომ გაყინული თანხების განბლოკვა ვიქტორ ორბანის პოზიციის შეცვლის მიზნით არ მომხდარა.

მანამდე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთს შეუძლია მოხსნას უკრაინის სახსრებზე ვეტო, თუ ევროკავშირი მთელ გაყინულ თანხებს განბლოკავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics